შავი ფული საქართველოში

დავითაშვილი: საქართველოში შავი ფულის შემოტანა აბსოლუტურად გამორიცხულია

რაც შეეხება შავ ფულს, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და თუ ადამიანი საკითხში ჩახედულია, ძალიან მკაფიოდ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა დღეს მოწინავეა ტრანსფარენტულობისა და გამჭვირვალობის კუთხით, იმიტომ რომ ყველა ის ძირითადი მაკონტროლებელი ინსტრუმენტი, რომელიც ბანკებს უნდა ჰქონდეთ, დანერგილია, ამავე დროს საქართველოს საბანკო სისტემა არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს, არამედ დიდ ბანკებს, რომლებიც წარმოდგენილენი არიან საერთაშორისო სავალუტო, საფონდო ბირჟებზე, აქვთ დამატებითი ინსტრუმენტები, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ინვესტორებთან და მათ შორის ბრიტანეთის მარეგულირებლებთან. შესაბამისად, ჩვენთან, საქართველოში ეს გამორიცხულია. ჩვენი ქვეყანა არის ამ კუთხით სანდო და ამასთან დაკავშირებით არასოდეს არ ყოფილა შენიშვნა საერთაშორისო დონეზე.

ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აკონტროლებს მთავრობა იმას, რომ საქართველოში რუსეთიდან შავი ფული არ შემოვიდეს.

კომენტარები