რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლე დრიანი: კოლექტიური დანაშაული იქნება, თუ მარიუპოლის დასახმარებლად არაფერს გავაკეთებთ

Reuters

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯან-ივ ლე დრიანის თქმით, "კოლექტიური დანაშაული" იქნება, თუ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დასახმარებლად დასავლეთი არაფერს გააკეთებს.

"მარიუპოლი ახალი ალეპოა. ვფიქრობ, ჩვენ გადამწყვეტ მომენტში ვართ, როდესაც უკრაინის კრიზისის ფონზე ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების პარამეტრები ეჭვის ქვეშ დგას". – თქვა ლე დრიანმა დოჰის ფორუმზე.

მარიუპოლი რუსული სამხედრო ძალების ალყაშია. ქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაცია ვერ ხერხდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები