რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი რუსებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები

(Evan Vucci/AP

"თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები" – ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

"მე ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად გელაპარაკებოდით თქვენ, რუს ხალხს. რუსები არ ხართ ჩვენი მტრები. "მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვებისა და მოხუცების მკვლელობას, ან საავადმყოფოებზე, სკოლებსა და სამშობიაროებზე რუსული რაკეტებითა და ბომბებით თავდასხმას". – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს არ არის "დიადი ერის ქმდებები" და მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, რომ საბჭოთა წარსული გაიხსენონ.

"ეს არ არის წარსულის მოგონებები, სწორედ ამას აკეთებს რუსული ჯარი ახლა უკრაინაში. [...] ეს თქვენ არ ხართ. ეს არ არის მომავალი, რომელსაც იმსახურებთ თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილებისთვის. ეს ომი არ არის თქვენი, რუსი ხალხის შესაბამისი". – თქვა ბაიდენმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები