რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: რუსეთის G20-დან გარიცხვით არაფერი საშინელება არ მოხდება

TASS

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დიდი ოცეულიდან, G20-დან რუსეთის გაძევების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კომენტარს უპასუხა. მისი თქმით, ეს რუსეთისთვის დამღუპველი არ იქნება.

"G20 ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მონაწილეთა უმეტესობა ჩვენთან ეკონომიკურ ომშია, ჩვენი გაძევებით არაფერი საშინელი არ მოხდება". - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის გაიზარდა ფასები, ასევე შეინიშნება ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტი, მას შემდეგ რაც აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა რუსეთის ეკონომიკური იზოლაციისთვის სანქციები დააწესეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის თქმით, ის G20-დან რუსეთის გარიცხვას მხარს უჭერს. 

ურთიერთობების დათბობის პერიოდში G7 გაფართოვდა და ახალ G8 ფორმატად იქცა, რომელშიც შედიოდა რუსეთი 2000-იანი წლების დასაწყისში. თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, მოსკოვს ალიანსში წევრობა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს რუსეთის დიდი ოცეულის ფორმატიდან გარიცხვა შესთავაზა, რასაც "დადებითი გამოხმაურება მოჰყვა". თუმცა, Reuter-ის გამოცემასთან G7-ის წყარომ აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ინდონეზია, რომელიც ამჟამად G20-ს ხელმძღვანელობს, ან ისეთი წევრები, როგორიცაა ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი, დათანხმდნენ რუსეთის ჯგუფიდან გარიცხვას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები