ქართული ოცნება

პრემიერი: მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება ქართულ იდენტობას

ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ჩვენი ისტორიის მანძილზე, ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, თაობიდან თაობას გადასცემდა იმ ძირითად ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ კულტურასთან, რწმენასთან და ეს იყო და არის ყოველთვის ის რასაც ეფუძნებოდა, ყოველთვის ეფუძნება ქართველობა, ქართული იდენტობა. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ყოველთვის იყო და იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ერის განვითარებისთვის. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მართლმადიდებლობა თითოეული ქართველისთვის უკავშირდება სწორედ ქართულ იდენტობას, ჩვენს კულტურას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე.

კომენტარები