ოსკარი 2022

ოსკარის პროდიუსერები: წლევანდელ დაჯილდოებაზე უკრაინას პატივს მივაგებთ

Live Oscars

2022 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურება. ამის შესახებ შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა, უილ პეკერმა განაცხადა.

"კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენების მომსწრენი ვართ. ჩვენ გაგვიმართლა რომ ასეთი შოუს მოწყობის შესაძლებლობა გვაქვს, გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და პატივს მივაგებთ უკრაინას". – ამბობს პეკერი.

გასულ კვირას ცერემონიის დაჯილდოების ერთ-ერთმა წამყვანმა, ემი შუმერმა, ოსკარის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოიწვია

წლევანდელი ოსკარები 28 მარტს გაიმართება. დაჯილდოებას 10 ნომინაციით ჯეინ კემპიონის დრამატული ვესტერნი, ძაღლის ძალაუფლება ლიდერობს.

კომენტარები