რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეინი: დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება გამოეყენებინათ შანტაჟისთვის, დასრულდა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, რომ გაზისა და ნავთობის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვოს.

ფონ დერ ლეინი ამბობს, რომ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარად დარღვევა იქნება.

"ეს იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა. არ დავუშვებთ, რომ ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლა მოხდეს. დრო, როდესაც ენერგეტიკა შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა", - ავრცელებს ევროკომისიის პრეზიდენტის კომენტარს BBC.

23 მარტს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ "არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა. 

"ხელისუფლებას ვთხოვ, მისცეს გაზპრომს შესაბამისი დირექტივა მოქმედ კონტრაქტებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეასრულონ აუცილებელი ოპერაციები და უნდა შეიქმნას მათთვის გასაგები, გამჭვირვალე საგადასახადო პროცედურა, მათ შორის ჩვენს საფონდო ბირჟაზე რუსული რუბლის შეძენისას.

ვთხოვ რუსეთის ბანკსა და ხელისუფლებას ერთი კვირის განმავლობაში განსაზღვრონ ასეთი ოპერაციების შესრულების წესრიგი". – თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

კომენტარები