კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 599 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.66%-ია

COVID-19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 532 ტესტი და დადასტურდა 599 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 846 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.73%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.

ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან თბილისში 287 გამოვლინდა, აჭარაში - 19, იმერეთში – 72, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 36, გურიაში – 46, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 43, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 556, საიდანაც 739 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 18 817 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 198 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 644 711 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 608 441 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 688.


კომენტარები