რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიამ თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

თინა კანდელაკი
theins.ru

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომღერალი თინა კანდელაკი და რუსეთის კიდევ 24 კულტურისა და გასართობი სფეროს წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სამინისტროს მიხედვით, აღნიშნული პირები კრემლის დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილენი არიან, რადგან ისინი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას საჯარო მხარდაჭერას უცხადებენ.

"აღნიშნული პირები, რომლებიც გართობისა და კულტურის სფეროს წარმოადგენენ, გამოხატავენ მათ აქტიურ პოლიტიკურ მხარდაჭერას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიის მიმართ. პერსონა ნონ გრატას სიას დამატებული ადამიანები საჯაროდ ამართლებენ და პროპაგანდას უწევენ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ და უსამართლო შეჭრას და ომის დაწყებას. [...] კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს დანაშაულებში თანამონაწილეობას. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია". – წერია სამინისტროს განცხადებაში

24 მარტის მდგომარეობით, ლუგანსკის ოლქში 35 დასახლებულ პუნქტს ე - 1ლექტროენერგია არ მიეწოდება. 4 პუნქტს ნაწილობრივ, 21-ს კი მთლიანად. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 101 526 მომხმარებელი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები