რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: სიცოცხლის დაცვა მხოლოდ ერთიანობით შეიძლება, თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული

24 მარტს ბრიუსელში ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი, NATO-ს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება. თითოეულ მათგანს ჩვენი უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვიცით, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესების ლობირება და ეს ინტერესებია ომის შესახებ. ვიცით, რომ ისინი გარკვეულ პარტნიორებთან მუშაობენ. მათ უნდათ, რომ ომის წინააღმდეგ გამოსვლის მუხტი ჩაახშონ. სამივე სამიტზე ჩვენი მკაფიო პოზიცია დაფიქსირდება. დავინახავთ, თუ ვინ არის ჩვენი მეგობარი, პარტნიორი და ვინ გაგვყიდა და გვიღალატა. სიცოცხლეების დაცვა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. 

უკრაინის ცა დღემდე არაა დაცული რუსული რაკეტებისა და საჰაერო ბომბებისგან.  ამ დრომდე არ მიგვიღია თვითმფრინავები და ანტისარაკეტო დანადგარები, ასევე ტანკები და საზღვაო სამხედრო ტექნიკა. რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ათასობით ჩვენი ადამიანის მოკვლა, ჩვენი ქალაქების განადგურება. ოკუპანტები ძალიან ბევრნი არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ამ ბინძური ომისთვის ათწლეულები ემზადებოდა. 

ჩვენ ცის ჩაკეტვა და შეიარაღებით დახმარება გთხოვეთ. ეფექტური დახმარება ვითხოვეთ, ნებისმიერი იარაღი გამოგვადგება. NATO-ს ვთხოვეთ გამოეცხადებინა, რომ დაგვეხმარებოდა ტერიტორიების გაწმენდასა და მშვიდობის დამყარებაში. თავისუფალო ხალხო, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ნატოში, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულში ვინმე გატეხოს და გადაიბიროს. ამ ყველაფერს 24 მარტს დავინახავთ. 

უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავა.

კომენტარები