რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: ქალაქ ირპენს უკრაინული მხარე თითქმის სრულად აკონტროლებს

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ქალაქ ირპენს, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში შეტაკებები ხდებოდა, უკრაიული მხარე თითქმის სრულად აკონტროლებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უკრაინის ქალაქ ირპენიდან მარტის დასაწყისში ათასობით ადგილობირივის ევაკუაცია მოხდა. ირპენი კიევიდან 20 კილომეტრშია. ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტებს კიევის ალყაში მოქცევის გეგმა ჩაუშალა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციასუწესებენ.

კომენტარები