უკრაინა საჰაერო თავდაცვის განახლებაზე ხელმოწერისთვის მადლობას საქართველოსაც უხდის

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების შესახებ გავრცელებული საერთო განცხადებისთვის 13 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მადლობა გადაუხადა.

"დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიტვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე". გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს". - თქვა სტეფანჩუკმა.

 

კომენტარები