რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ნაწილის ჩანაცვლება მოხერხდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის ნახევარი სხვა უკრაინელმა თანამრომლებმა ჩაანაცვლეს. ინფორმაციას გაეროს ბირთვული მეთვალყურე ავრცელებს.

პერსონალმა ადგილზე უწყვეტ რეჟიმში, 3 კვირაზე მეტი გაატარეს, მას შემდეგ რაც რუსმა ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგური დაკავება მოახერხეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ბოლო კვირებში მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რადგან საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა ახლო მომავალში აღარ ექნებოდათ.

"მათ იქ ძალიან დიდი დრო გაატარეს. გულწერფელად ვიმედოვნებ, რომ ცვლის დარჩენილი ნაწილის ჩანაცვლებაც უახლოეს მომავალში მოხერხდება. ისინი მნიშვნელოვან სამუშაო ამოცანებს უაღრესად სტრესულ და დამღლელ პირობებში, უცხოური სამხედრო ძალების თანდასწრებითა და სათანადო დასვენების გარეშე ასრულებდნენ". - ამბობს IAEA-ს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი.

კომენტარები