რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი ბალერონი არტიომ დაციშინი კიევის დაბომბვისას გარდაიცვალა

Focus

43 წლის ასაკში უკრაინელი ბალერონი, არტიომ დაციშინი კიევში, საარტილერიო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ეროვნული ოპერის პრიმა-ბალერინა ტატიანა ბოროვიკი ავრცელებს:

"მეგობრებო, ვინც იცნობდით არტიომ დაციშინს, "დოციკი", რომელიც 26 თებერვალს რუსებმა მძიმედ დაჭრეს, გარდაიცვალა. მშვიდობით ჩემო ძვირფასო ადამიანო". – წერს ბოროვიკი სოციალურ ქსელში.

დაციშინი ხერსონში დაიბადა და გაიზარდა. 1997 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი. იმავე წელს გახდა უკრაინის ეროვნული ოპერის მოცეკვავე. 1998 წელს რუდოლფ ნურიევის სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო ვერცხლის მედალი. სხვადასხვა წლებში ასრულებდა როლებს სპექტაკლებში მაკნატუნა, მძინარე მზეთუნახავი, ჟიზელი, რომეო და ჯულიეტა.

უკრაინაში რუსეთის ჯარების შემდეგ დაციშინმა კიევი არ დატოვა. 26 თებერვალს საარტილერიო დაბომბვისას დაიჭრა, 17 მარტს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები