თბილისის მერია

ინტენსიური თოვის გამო, ავტობუსების ზოგი მარშუტი შეჩერებულია – ჩამონათვალი

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება, ამ დროისთვის, სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე:

  • N4 ბარათაშვილი - წავკისი
  • N10 ბარათაშვილი -კოჯორი
  • N29 სადგურის მოედანი - სოფ. თხინვალა
  • N89 ვაჟა-ფშაველას მე - 4 მკ/რ( ვეძისი ) - დიდუბე
  • N90 ბარათაშვილი - ოქროყანა (მთაწმინდა)
  • N99 მს დელისი - ნუცუბიძის მე-5 მ/რ
  • N103 ბარათაშვილი - ტაბახმელა
  • N106 ბარათაშვილი - კიკეთი
  • N112 ბარათაშვილი - შინდისი
  • N334 მს დელისი - წყნეთი
  • N363 სახ. უნივერსიტეტი - სოფ. თხინვალა

ნაწილობრივი შეზღუდვებია და ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე:

  • N6 ბარათაშვილი - პოლიტკოვსკაიას ქ.
  • N18 მს ისანი- პატარა ლილო
  • N27 სადგურის მოედანი - ვაშლიჯვარი
  • N47 სადგურის მოედანი - ნუცუბიძე
  • N88 ბარათაშვილი - ნუცუბიძე
  • N107 მს დელისი - სოფ ლისი (წოდორეთი)
  • N301 წმინდა ბარბარეს უბანი - პოლიტკოვსკაიას ქ.
  • N332 სადგურის მოედანი - ნუცუბიძე 

"თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან". – წერია განცხადებაში.

მერიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.

კომენტარები