რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: პუტინი სრულ პანიკაში იყო მოსკოვში ფერადი რევოლუციის შესაძლებლობის გამო

ყოველ დღე, როცა უკრაინის გმირული წინააღმდეგობა გრძელდება, ცხადი ხდება, რომ პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა. უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, რატომ გააკეთა ეს. რატომ გადაწყვიტა მან ამ სრულიად უდანაშაულო ქვეყანაში შეჭრა? მას ნამდვილად არ სჯეროდა, რომ უკრაინა NATO-ში მალე გაწევრიანდებოდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ უკრაინის მიწაზე რაკეტების განლაგება არ ყოფილა დაგეგმილი. მას ნამდვილად არ სჯეროდა ნახევრად მისტიკური ჭორაობის, ის საუბრობდა რუსი ხალხის წარმოშობის შესახებ. 
 
ვფიქრობ, რომ მას სულ სხვა მიზეზის გამო შეეშინდა უკრაინის. მას ეშინოდა, რადგან უკრაინაში თავისუფალი პრესა აქვთ, უკრაინაში თავისუფალი არჩევნებია. ყოველ შემდეგ წელს, როდესაც უკრაინა თუნდაც არცთუ ისე მარტივად წინ მიიწევდა თავისუფლების, დემოკრატიის და ღია ბაზრისკენ, მას ეშინოდა უკრაინის მაგალითის. პუტინის რუსეთში 15 წლით დაგაპატიმრებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შეჭრას შეჭრა უწოდე. თუ არჩევნებში პუტინს დაუპირისპირდები, მოგწამლავენ, ან გესვრიან.

ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება და ზუსტად იმიტომ, რომ უკრაინა და რუსეთი ისტორიულად ასე ახლოს იყვნენ, მას ეშინოდა ამ უკრაინული მოდელის გავლენის მასზე, რუსეთზე. ის სრულ პანიკაში იყო მოსკოვში ე.წ. ფერადი რევოლუციის შესაძლებლობის გამო.

თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე.

კომენტარები