რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა მარიუპოლის მაცხოვრებლები რუსეთში იძულებით გადაიყვანეს – მარიუპოლის საბჭო

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლის ათასობით მაცხოვრებელი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს. ინფორმაციას ტელეგრამის არხზე მარიუპოლის საბჭო ავრცელებს

ოკუპანტებს მარიუპოლის მოსახლეობა "ბანაკებში" გადაიყვანეს. მათ ტელეფონები და ოფიციალურ დოკუმენტები შეუმოწმეს. ხელახალი იდენტიფიცირების, შემდეგ მარიუპოლის მაცხოვრებლების ნაწილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაიყვანეს, დანარჩენი ნაწილი კი უსახლკაროდ დატოვეს. 

"რუსებმა არ იკმარეს მშვიდობიანი ქალაქის დარბევა, მათ მარიუპოლის მაცხოვრებელთა გადასახლება დაიწყეს. რუსეთის მხრიდან თითოეულ სამხედრო ბოროტებას საპასუხო სასჯელი უნდა მოჰყვეს". - აღნიშნა ქალაქის მერმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები