საქართველო-პოლონეთი

მორავიეცკი: ევროპას რომ მოესმინა კაჩინსკისთვის, შესაძლოა, დღეს ასეთი აგრესია არ ყოფილიყო

დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არა მარტო ის მიმართულებები, რომელიც გარშემო ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს.

ის ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო "გადატვირთვის“, ის იყო წინააღმდეგი ასეთი გულუბრყვილობისა რუსეთის მიმართ, წინააღმდეგი იყო ზოგიერთი სწორი პოლიტიკური მიმართულებისა, მაგრამ მას არ ეშინოდა, გამოეხატა თავისი მიდგომა.

იმ დროს მთლიანად ევროკავშირს სჯეროდა, რომ ვლადიმერ პუტინის სიტყვები სიმართლე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ლეხ კაჩინსკი მათ აფრთხილებდა, მაგრამ ეს იწვევდა მხოლოდ მათ ირონიას და დაცინვას, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიტყვები ასი პროცენტით შესრულდა, უფრო მეტიც და მე ამას ვიძახი საქართველოდან, ბათუმიდან. შემდეგი აგრესია მოვიდა 6 წლის მერე, 2008 წლის შემდეგ და დღევანდელ დღესაც და ახლა თავდაყირა დადგა მთლიანად პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვინაიდან განხორციელდა ასეთი ბარბაროსული აგრესია, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში. როდესაც ამას იძახდა ლეხ კაჩინსკი, რომ მოესმინა და ყური დაეგდო მთლიანად ევროპას, შესაძლოა, დღეს ასეთი აგრესია არ ყოფილიყო

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი ბათუმში. ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები