რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე გაესაუბრება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი 18 მარტს  ისაუბრებენ.

 "[საუბარი იქნება] ჩვენს ორ ქვეყანას შორის კონკურენციის მართვაზე, ასევე, რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხზე.

[...] ეს არის ჩვენი მცდელობის ნაწილი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კომუნიკაციის  შესანარჩუნებლად". - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები