რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ ბელარუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა

კანადამ ბელარუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა, რადგან მინსკი მოსკოვს უკრაინაში მიმდინარე ომში ეხმარება. ინფორმაციას Transport Canada საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის მხარდამჭერების წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების ფარგლებში, ბელარუსის ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავებისთვის კანადის საჰაერო სივრცე დავხურეთ"- ნათქვამია განცხადებაში

აქამდე, 27 თებერვალს, კანადამ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა დახურა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები