რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საერთაშორისო სასამართლო: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) განცხადებაში წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. 

"რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის ტერიტორიაზე". - წერია განცხადებაში. 

მოსამართლეები ასევე ამბობენ, რომ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს, სხვა ძალებმა, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს ან მხარს უჭერს, ასევე არ გააგრძელონ სამხედრო ოპერაცია.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები