ნამახვაჰესი

ნარმანია: ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ უარი ვთქვათ

პირდაპირ ვიტყვი, რომ ნამახვანჰესი უნდა აშენდეს, ჩვენ იმისი ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და შესაბამისად, საპირისპიროდ იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი.

თუ რამე კითხვები არსებობს, მთავრობამ თქვა - დავჯდეთ, გავიაროთ, გავაკეთოთ დამატებითი კვლევები. მაგრამ მაინც შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირებმა დააორგანიზეს არაერთი აქცია და შესაბამისად, შეჩერებულია პროექტი.

თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დროებითი და დაინტერესებულ მხარეთა ფართო და აქტიური ჩართულობით, ნამახვანჰესის მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა, გაგრძელდება. მათ შორის, არის მართლაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უწყინარი ჰესები. მე ასეთ ჰესებს ვეძახი, რომლებიც რაიმე სახის მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. რა გავლენას უნდა ახდენდეს ერთ მეგავატამდე მცირე ჰესი გარემოსთვის, როცა რაღაცა ტიპის პროტესტების ცეცხლის შენთება ხდება სპეციალურად და ჩერდება ასეთი ჰესების მშენებლობა

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია პარლამენტში.

კომენტარები