სომხეთი

სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს და საზღვარი გახსნას

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე. 2022 წლის 12 მარტი.
Reuters

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა თურქულ სამთავრობო მედიასთან, Anadolu Agency-სთან თქვა, რომ სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამაყარებლად და საზღვრების გასახსნელად. 

გასულ დღეებში, ანტალიაში ჩატარებულ დიპლომატიურ ფორუმზე მირზოიანი შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს. 

"სომხეთი მზადაა [თურქეთთან] დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა და გახსნას საზღვრები. მოხარული ვიყავი, როდესაც თურქული მხარისგან გავიგე, რომ იგივე პოლიტიკური ნება მათაც გააჩნიათ... მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი სიტუაციის ფონზე, მჯერა, რომ არ უნდა დავაყოვნოთ სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმა". – აღნიშნა თურქულ მედიასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც გასულ დღეებში თურქ კოლეგასთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. 

მირზოიანის თქმით, თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია სომეხი ხალხის სურვილია. 

"უმეტესად, სომხეთის მოსახლეობას ურთიერთობის ნორმალიზაცია სურს". – თქვა მირზოიანმა და სომხეთში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები დაიმოწმა. 

კომენტარები