რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვიწვევ

ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში. შეიძლება, აქ საშიში იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ კიდევ არ არის დახურული რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები არ მიგვიღია, მაგრამ მსოფლიოში ყველა ადამიანის ყურადღება ახლა ჩვენს დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენაა მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთანაა, მადლიერებას მიიღებს, არა მარტო ჩვენს მადლიერებას, არამედ სხვა ერებისაც.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 15 მარტს კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები ჩავიდნენ.

კომენტარები