რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ. მათთან ერთად უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის მმართველი პარტიის წევრი, იაროსლავ კაჩინსკიც იმყოფება. ვიზიტის მიზანი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის ჩვენებაა.

"სწორედ აქ, ომით განადგურებულ კიევში ისტორია იწერება. სწორედ აქ, თავისუფლება ებრძვის ტირანიას. სწორედ აქ, ჩვენი, ყველას მომავალი ბეწვზე კიდია. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რომელსაც შეუძლია მეგობრების დახმარების იმედი ჰქონდეს – სწორედ ამ გზავნილით ჩამოვედით კიევში". - წერს პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი.

კომენტარები