რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CRRC: მოსახლეობის 61% თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) უკრაინის ომის შესახებ საქართველოს მოქალაქეების შეხედულებების კვლევა ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობის 61% თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს.

ამასთან, მოსახლეობის 32% თვლის, რომ საქართველო უკრაინას მხარს საკმარისად უჭერს.

CRRC

კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით 7-10 მარტს ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა 1 092-მა სრულწლოვანმა პირმა მიიღო, შედეგების ცდომილება 2.96%-ია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები