ნარკოდანაშაული

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 22 ადამიანი დააკავა, მათგან 17 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 22 პირი, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორი დააკავა. სპეცოპერაცია თბილისში, ფონიჭალასა და რეგიონებში ჩატარდა. 

შსს ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე შეისყიდეს მათგან ჰეროინი, პრეგაბალინი, სუბოქსინი და ალფა-პვპ.

უწყების ცნობით, პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები - 18 135 ლარი და 1600 აშშ დოლარი, ასევე, საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები