უკრაინა

ზელენსკი უკრაინაში დღგ-სა და მოგების გადასახადს აუქმებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგადასახადო სისტემის ცვლილების შესახებ განაცხადა.

უკრაინაში გაუქმდება დამატებული ღირებულებისა (დღგ) და მოგების გადასახადები. მათ სანაცვლოდ დაწესდება ბრუნვის 2%-იანი გადასახადი. მცირე ბიზნესებისთვის იმოქმედებს გადახდის ნებაყოფლობითი პრინციპი. 

"დღგ-სა და მოგების გადასახადის სანაცვლოდ შემოგვაქვს ბრუნვის 2%-იანი განაკვეთი და აღრიცხვის გამარტივებული წესი. მცირე ბიზნესისთვის, ანუ ინდმეწარმეთა პირველი და მეორე ჯგუფისთვის, ვაწესებთ ნებაყოფლობით გადასახადს. ანუ, თუ შეგიძლიათ – გადაიხადეთ, თუ არა – კითხვები არ იქნება". – თქვა ზელენსკიმ.

ამას გარდა, უკრაინის მთავრობა აპირებს ბიზნესის მაქსიმალურ დერეგულაციას. 

"ვაუქმებთ ყველა შემოწმებას ყველა ბიზნესისთვის. რათა ყველამ იმუშაოს ნორმალურად, რათა ქალაქები გამოცოცხლდეს. რათა ყველგან, სადაც საომარი მოქმედებები არაა, გაგრძელდეს ცხოვრება. პირობა მხოლოდ ერთია: უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას". – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები