რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯანმო: უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა 18 მილიონი ადამიანი დააზარალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ცნობით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა 18 მილიონი ადამიანი დააზარალა. მათ შორის, 6.7 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, თითქმის 3 მილიონ ადამიანს კი ქვეყნის დატოვება მოუწია.

ორგანიზაციის ცნობით, უკიდურესად შეფერხებულია მიწოდების ჯაჭვები, არ მუშაობს სადისტრიბუციო ქსელები, სამხედრო ოპერაციების გამო მიუწვდომელია მარაგები, იწურება მედიკამენტები და საავადმყოფოებში გართულებულია ავადმყოფებისა და დაჭრილებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 11 მარტამდე უკრანაში რუსეთის მხრიდან თავდასხმები დაფიქსირდა ჯანდაცვის 31 დაწესებულებაზე, რის შედეგადაც გარდაიცვალა, სულ მცირე, 12 ადამიანი, 34 კი დაშავდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გმობს ჯანდაცვის დაწესებულებებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევაა.

კომენტარები