პრეზიდენტის მოხსენება

უსუფაშვილი: ზურაბიშვილისგან დაბულინგებული ბევრი მინახავს, დაბულინგებული ზურაბიშვილი – არა

მე არ ვიცი, ჩემი კოლეგა ალუდა ღუდუშაური რამდენად კარგად იცნობს სალომე ზურაბიშვილს, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, თითქმის 20 წელია, ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი და არ ვეთანხმები, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი - ზურაბიშვილისგან დაბულინგებული ბევრი მინახავს ცხოვრებაში და და დაბულინგებული ზურაბიშვილი არ შემხვედრია, ასე რომ ყველაფრის ახსნა იმით, რომ ვიღაცა ვიღაცის მარიონეტია, ეს უბრალოდ სირცხვილია

ასე ეხმაურება TV პირველის ეთერში ლელოს ერთერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი".

კომენტარები