პრეზიდენტის მოხსენება

ბოკერია: საგანგაშოა საზოგადოების ნაწილის ზურაბიშვილით აღფრთოვანება

ჩვენ დღეს ვუსმენდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც ისე საუბრობდა, თითქოს თვითონ სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და თვითონ არ არის არის ნაწილი აქაური პოლიტიკური პროცესების.

ეს ადამიანი, ვინც დღეს პოლარიზაციას გმობს და მისთვის ყველა დამნაშავეა საკუთარი თავის გარდა, თვითონ იყო ის, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებდა, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდა, დავითგარეჯის სამარცხვინო კამპანიის ერთერთი ავტორი იყო და სისხლიანი ბანერებით და მოსყიდვით ირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად. ეს არის ის ადამიანი, ოღონდ საკუთარ თავსა და მის დანაშაულზე ან შეცდომაზე არაფერს არ იძახის.

და რა მოვისმინეთ თან მომავალზე? წარსულს რომ ერთი წამით თავი დავანებოთ? მხოლოდ სადღეგრძელო და ნახევარი სიმართლე, აბსურდული განცხადებები, რომ თურმე ვაშინგტონში და ბრიუსელში არ უნდა გაიგონ, რომ ცუდად იქცევა ივანიშვილის რეჟიმი. არანაირი კონკრეტული საკითხები, რომელსაც უსვამს დღევანდელ ხელისუფლებას - რა უნდა გააკეთონ. რაც მთავარია, თითქოს მიმხილველი იყოს, ან ოპოზიციონერი, არანაირი ნაბიჯები, რომელსაც თვითონ დგამს ამ ვითარებაში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც დღესაც კი თავის გამოსვლებში საქართველოს ადანაშაულებს, რომ მაშინ საქართველომ თურმე არგუმენტები მისცა რუსეთს საქართველოში შემოჭრისთვის.

ამიტომ მიმაჩნია საგანგაშოდ ამითი აღფრთოვანება, სალომე ზურაბიშვილზე უფრო დიდი პრობლემაა ჩვენი საზოგადოების ნაწილში ამ ყველაფრის უგულებელყოფა - წარსულის, იმისი, რომ არც გააზრებული აქვს, არც საკუთარ პასუხისმგებლობას არ იღებს, არც კონკრეტული არ არის, რომ გადადგას ეს ნაბიჯები, თუნდაც პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან. ერთიანობაზე რომ საუბრობს და ქართული ოცნება მიერეკება პუტინისტურ პროპაგანდას და ყურს არ იბერტყავს, მერე რას შვება, როგორც პრეზიდენტი, უპირისპირდება რეალურად, გარდა ამ ნახევარსიმართლეების და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვისა? არა, რა თქმა უნდა, ამიტომ, აქ მხოლოდ იმასთან გვაქვს საქმე, რომ საკუთარ მომავალზე ფიქრობს, ხედავს, როგორ იცვლება საზოგადოებრივი აზრი მაგალითად, ევროპაში

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

კომენტარები