ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი: აპრილიდან წამლის გამოწერისას ექიმი კონკრეტულ ბრენდს ვერ მოუთითებს

ზურაბ აზარაშვილი
საზმაუ

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველი აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერას შეძლებენ და კონკრეტულ დასახელებას ვერ მიუთითებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქე თავად გადაწყვეტს თუ რომელ ბრენდს მიანიჭოს უპირატესობა. 

მისივე თქმით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, გამჭვირვალე ბაზარი და სამართლიანი ფასების დაწესება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

"პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში 1-ლი მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან  ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა.

ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი.

ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე".- ამბობს აზარაშვილი. 

კომენტარები