რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ენდი მარი ტურნირებზე წლის განმავლობაში მოგებულ თანხას უკრაინელ ბავშვებს გადაურიცხავს

Sport 24

ყოფილმა პირველმა ჩოგანი, ენდი მარი 2022 წლის ტურნირებზე მოგებულ თანხას გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ში გადარიცხავს.

"7.5 მილიონზე მეტ ბავშვს საფრთხე ემუქრება. ვთანამშრომლობ UNICEF-თან, რომ დავეხმარო მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების საბავშვო ნივთების მიწოდებაში. ვაპირებ წლის ბოლომდე ტურნირებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოვახმარო, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დახმარება". – წერს ინგლისელი ჩოგბურთელი.

ენდი მარი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩოგბურთელია, რომელსაც გრანდ სლემის 3 ტიტული აქვს მოპოვებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები