საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

ბოკერია მდინარაძეს: როგორ უნდა მოახერხო, ასე მოიჭრა თავი საერთაშორისოდ და ხალხთანაც

ახლა შეფუთეს ისევ ხელახლა, ცუდად და სამარცხვინოდ, თუმცა შეფუთეს თავისი სამარცხვინო პოზიცია დღეს შს მინისტრმა და სხვა სპიკერებმა, მაგრამ არსებობს ერთ კითხვა – რიჟვაძე თანამდებობაზე რჩება?! თუ გადადგა და არ ვიცით ჯერჯერობით ამ კატასტროფის შემდეგ, როცა მან აჩვენა რეალურად რა არის მათი, ივანიშვილის გარემოცვის შინაგანი პოზიცია, საითკენ არიან მიდრეკილები და რა მიმართულებით მოძრაობენ.

მეორე, უნდა მოახერხო ამ შეფუთვის პირობებშიც კი რომ ასე მოიჭრა თავი საერთაშორისო ასპარეზზეც და საკუთარი ხალხის წინაშე, საკუთარი ინტერესებისთვის, რომ დაპირისპირებაში აღმოჩნდე უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელიც რომელიც ომშია და იბომბება პუტინის ბოროტების იმპერიის მხრიდან.

როგორ უნდა მოახერხო ეს, ახლაც კი ვითომ არ შევეხებითო თან თავს ესხმიან ისევ, რომ ბევრ დროს ნახულობენ ლაივებისთვის, ისევ აღარ გავიმეორებო ბატონმა მდინარაძემ ანუ მარიონეტები არიანო იმ ხაზს აწვებიან, მათთვის საძულველი ხალხის მარიონეტები არიან თურმე ისინი. ესაა მორალური, პრაგმატული და პოლიტიკური სახელმწიფოებრივი კატასტროფა, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლება ე.წ. ლაივ ვიდეოების ჩასაწერად და ოცნების კრიტიკისთვის ხშირად იცლის.

კომენტარები