რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეროვნული ბანკი: საქართველოში არსებული კომერციული ბანკები Мир-თან არ თანამშრომლობენ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო გადახდების სისტემები რუსულ კომპანია Мир-თან არ თანამშრომლობენ.

"ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა", - წერია განცხადებაში.

უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნებისა და კომპანიების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო Мир-ი ერთადერთი საშუალებაა რუსული ბარათის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ ონლაინ ტრანზაქციები შეასრულონ და საზღვარგარეთ ფული გადარიცხონ.

კომენტარები