რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტს ჩერჩილის სიტყვებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტში მიმართვისას ჩერჩილის სიტყვებით ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა "აგრძელებს ბრძოლას საკუთარი მიწისთვის, რადაც არ უნდა დაუჯდეს". 

"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალისგან იცავს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ვერტმფრენებს, რაკეტებს. დღეს ჩვენთვის მთავარ კითხვად დგას - ყოფნა არ ყოფნა. ეს შექსპირისეული კითხვა 13 დღეა თავს დაგვტრიალებს, მაგრამ დღეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ კითხვაზე პასუხია - "ყოფნა!". შეგახსენებთ სიტყვებს, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკვე მოისმინა, მათ დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალურობა: ჩვენ არ დავნებდებით. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ზღვასა და ჰაერში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ვიბრძოლებთ ტყეებში, ხეობებში, ნაპირებსა და ქუჩებში". - აღნიშნა ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტთან მიმართვისას.

კომენტარები