მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები მზად არიან, საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ წავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ. იმ ქალაქებიც კი, რომელიც რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული, ვნახეთ სამოქალაქო პირებისგან პასუხი და რეაგირება. ამ ხალხს არ აქვთ იარაღი. ეს სიმამაცე უპრეცედენტოა, თავად რუს ჯარისკაცებს არ აქვთ მსგავსი სიმამაცე. პრობლემა ისაა, რომ ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე 10 რუსი, ერთ უკრაინულ ტანკზე 50 რუსული ტანკი მოდის. თუმცა ჩვენ ვანადგურებთ მათ და ნელ-ნელა ეს სხვაობაც მცირდება. კითხვა შემდეგშია, რამდენი ხანი შეგვიძლია გავუძლოთ? ბევრი რამე მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გავუძლებთ. თუ ისინი ჩვენს ყველა ქალაქში მოვლენ, ყველგან იქნება ამბოხება. პარტიზანული ომი. არავინ არ დათმობს ჩვენს თავისუფლებას. დღეს ომი აქაა, ხვალ ლიტვაში იქნება, მერე პოლონეთში, შემდეგ გერმანიაში. ეს სერიოზულია. აშშ შორს მდებარეობს, მაგრამ უკანასკნელ დღეებში მათ სიახლოვეს ვგრძნობთ
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: ყველგან იქნება პარტიზანული ომი, არავინ არ დათმობს თავისუფლებას
tbl.ge/5wgo
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენესკიმ abc-სთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- ზელენსკის თქმით, უკრაინა მოკავშირეებისგან Patriot-ის დამატებით რაკეტებს მიიღებს
- რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს
- უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
- უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა




