რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: არ უნდა ვიქცეთ სანქციების გვერდის ავლის წყაროდ

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავჯდომარე გიგა ბოკერია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო მიგრაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საჭიროა საგანგებო ზომების მიღება, რათა საქართველო არ იქცეს რუსეთისთვის სანქციების არიდების საშუალებად.

"ასეთ ვითარებაში, სრულად ლეგიტიმურია და საჭიროა, რომ საგანგებო ზომები მიიღოს ნებისმიერმა სუვერენულმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ. ეს არ არის ეთნიკური შუღლი, ეს არის ლეგიტიმური სუვერენული ინტერესი, რომ რისკები გაზარდო, პირველ რიგში, რომ არ იქცე სანქციებისთვის გვერდის ავლის წყაროდ პუტინის ბოროტების იმპერიისთვის". – თქვა ბოკერიამ

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ გამონაკლისების დაშვება მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აშკარად პოლიტიკურად დევნილებისთვის უნდა იყოს შესაძლებელი.

"თუკი ვინმეზე უნდა დაუშვა ავტომატურად გამონაკლისი და შემოუშვა, ეს არის ის პირები, ვიზეც ნამდვილად ცნობილია, რომ ისინი პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულები არიან. ჩვენი ხელისუფლებისთვის კი, პირიქით, მისთვის პრობლემაა ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს უპირისპირება, მათ არ უშვებს, მათ დევნის, სხვა ყველა შემთხვევაში კი იძახის ჩვენ არ დავუშვებთ ეთნიკურ შუღლსო, ეს სამარცხვინო, პოლიტიკური ნაძირლები ამას იძახიან". – ამბობს ბოკერია

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები