რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლება საკუთარი მოქმედებებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მომავალს.
პუტინის თქმით, უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხე რეალური იყო და ახლა, ამიტომ, რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში შეიჭრნენ, რუსეთის "მომავლისთვის იბრძვიან".
"[უკრაინელები] განათავსებენ ამ [ბირთვულ] კომპლექსებს კონტროლის ქვეშ და ამ წამიდან, სწორედ ამ წამიდან რუსეთის ბედი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. რადგან შემდეგ ჩვენს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს აღარ დასჭირდება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები. პირდაპირ ბირთვულ სამიზნეში ვეყოლებით ამოღებული. როგორ დავხუჭავთ ამაზე თვალს. ეს არის აბსოლუტურად რეალური საფრთხე, არაა გამოგონილი უაზრობა. და ჩვენი ბიჭები, რომლებიც ახლა იბრძვიან, საკუთარ სიცოცხლეს დებენ, ისინი ჩვენი მომავლისთვის იბრძვიან, ჩვენი ბავშვების მომავლისთვის. ეს სავსებით თვალნათელია", – თქვა პუტინმა.
ამ სიტყვების შემდეგ ვლადიმირ პუტინი, ფაქტობრივად, უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს დაემუქრა.
"ადამიანებმა, რომლებსაც ამის გაგება არ სურთ, განსაკუთრებით [უკრაინის] დღევანდელი ხელისუფლებიდან, უნდა გაიგონ, რომ თუ გააგრძელებენ იმას, რასაც ახლა აკეთებენ, უკვე მითქვამს, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს. თუ ეს მოხდება, ეს სრულებით და მთლიანად მათ ნამუსზე იქნება", – დაამატა პუტინმა.





