რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია

მრავალი რამ რაც ახლა ხდება, რასაც ვხედავთ, ეს არის ცალსახად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვა. სხვათაშორის, ეს სანქციები, რომლებსაც ატარებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია. თუმცა, მადლობა ღმერთს, საქმე აქამდე ჯერ არ მისულა. ჩვენს "პარტნიორებს" მაინც ესმით თუ რას მოიცავს და რა საფრთხესთანაა დაკავშირებული ეს ყველასთვის, მიუხედავად მათი უგუნური განცხადებებისა, როგორიც გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა [ლიზ თრასმა], როცა წამოროშა, რომ NATO შესაძლოა ჩართულიყო კონფლიქტში და ჩვენ დაუყოვნებლივ მოგვიწია მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩვენი შეკავების ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანაზე. ამას რეაქცია მოჰყვა, თქვეს, რომ ასეთი არაფერი ყოფილა მხედველობაში. არავის მიუთითებია ამ ქალისთვის, მინისტრისთვის. არ წაუღია უკან განცხადება. ვინმეს მაინც ეთქვა ამაზე, რომ ეს მისი პირადი აზრია, არ მიაქციოთ ყურადღებაო. ჩვენ რა უნდა გვეფიქრა ამაზე? რა თქმა უნდა, მივიღეთ, როგორც სიგნალი.

თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები