რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი სანქციებზე: აგრესიის შეჩერებამდე უფრო შორს წავალთ, მსოფლიო ზურგს აქცევს პუტინს

უკრაინის ბევრ მეგობართან ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ [უკრაინელებს] და უდიდესი ზეწოლა მოვახდინოთ ვლადიმირ პუტინზე. ჩვენ ვმუშაობთ 25-ზე მეტ მოკავშირესა და პარტნიორთან, მათ შორის, ავსტრალიასთანაც, რათა მხარი დავუჭირით მათ, ვინც იბრძვის, არა მხოლოდ დავიცვათ მათი სახლები, არამედ თავისუფლება და დემოკრატიაც. აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ შემოვიღეთ გლობალური სანქციების უდიდესი პაკეტი, ჩვენ უფრო შორსაც წავალთ, მანამ, სანამ ეს აგრესია არ შეჩერდება.  

მსოფლიო ზურგს აქცევს პუტინსა და მის რეჟიმს. საერთაშორისო კორპორაციები წყვეტენ კავშირს რუსეთთან, სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობა უქმდება და ერები ერთმანეთის მიყოლებით აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. მივმართავ დიდ ბრიტანეთში მყოფ უკრაინელებს, რომლებიც სასოწარკვეთილები არიან, ნერვიულობენ საკუთარ ოჯახსა და მეგობრებზე - შემიძლია გითხრათ, რომ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ მათ. [...] პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა. თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია, რათა წინ აღუდგეს მის ბარბაროსობას. ამ უსამართლო და დაუსაბუთებელი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელების სიმტკიცემ და დაუმორჩილებლობამ მსოფლიოს ირგვლივ ხალხის გულები შეძრა. მე თითქმის ყოველდღე ველაპარაკები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გაოცებული ვარ მისი სიმამაცით, სიმშვიდით, ისევე, როგორც გაოცებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით. 

მე ვიცი, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, პუტინი უნდა დამარცხდეს. ჩვენი ფიქრები და სიმპათია არის მთელ ურაინასა და მის ბრძოლასთან თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას!

ამბობს დიდი ბრიტანეთის ბრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი. 

კომენტარები