ქართული ოცნება

ხელაშვილი: ჩვენი სანქცია რუსეთისთვის ბუზის კბენასავით იქნება, საპასუხო რეაქცია – მტკივნეული

რა თქმა უნდა, ეს [სანქციები] ვერ ჩაითვლება ომის საბაბად ფორმალურად, მაგრამ შევხედოთ პრაქტიკული თვალსაზრისით, რა შეიძლება, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვავნოთ რუსეთს, რა იქნება საპასუხო ქმედება და რამდენად დიდია თანაფარდობა მიყენებულ ზარალსა და მიღებულ ზიანს შორის, ეს არის უზარმაზარი, ფაქტობრივად ნაპრალია ამ ორ რაღაცას შორის. ჩვენ მიერ ნებისმიერი სანქცია რუსეთისთვის ბუზის კბენასავით იქნება, საპასუხო რეაქცია ჩვენზეც და დანარჩენ რეგიონზეც იქნება ძალიან მტკივნეული

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილი POST TV-ის ეთერში.

კომენტარები