რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯოან როულინგი უკრაინის ობოლთა თავშესაფრებში დარჩენილ 100 000 ბავშვს დაეხმარება

Global Times

ჯოან როულინგის საქველმოქმედო ფონდი Lumos უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ 100 000 ბავშვს დაეხმარება.

ორგანიზაცია უკრაინის ტერიტორიიდან ბავშვების უსაფრთხოდ გაყვანაზე იმუშავებს. ასევე ქვეყანაში გაიგზავნება სამედიცინო აღჭურვილობა. გადარჩენილ ბავშვებს ასევე დაეხმარებიან ფსიქოლოგები.

"ომი ანადგურებს ბავშვობას და აშორებს ერთმანეთს ოჯახის წევრებს. Lumos მოგიწოდებთ დაეხმაროთ უკრაინაში, ობოლთა თავშესაფარში დარჩენილ 100 000 ბავშვს". – წერს ჰარი პოტერის ავტორი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები