რუმინეთი

რუმინეთის MIG-21 რადარებიდან გაუჩინარდა, მის მოსაძებნად გაგზავნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუმინეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი MIG-21 საჰაერო პატრულირების დროს რადარებიდან გაქრა. მის მოსაძებნად გაგზავნილი ვერტმფრენი IAR 330-Puma კი ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის შვიდივე წევრი. ინფორმაცია რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე რუმინეთმა საჰაერო პატრულირების სიხშირე გაზადა. 

MIG-21 მიხაილ კოგელნიჩანუს საავიაციო ბაზიდან 19:50-ზე აფრინდა და ბაზასთან კონტაქტი 20:00-ზე დაკარგა. სამი წუთის შემდეგ ის რადარებიდან გაქრა. ვერტმფრენი IAR 330-Puma იმავე ავიაბაზიდან 20:21-ზე აფრინდა და რადარებიდან 20:44-ზე გაქრა. ვერტმფრენი ბაზიდან 11 კილომეტრის მოშორებით მას შემდეგ ჩამოვარდა, რაც პილოტმა ბაზას ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ აცნობა და უკან დაბრუნების ბრძანება მიიღო.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, MIG-21-ის და მისი პილოტის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გამოცემა NEXTA ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილის ვიდეოკადრებს ავრცლებს

კომენტარები