ევროკავშირი-საქართველო

ბერაია EU-ზე: დიპლომატიურ უარზე ევროსკეპტიციზმი არ დაიწყოთ, ქოცსკეპტიციზმის ნაცვლად

ბოდიში, რომ ამ საერთო აღტაცებას ვერ შევუერთდები, მაგრამ არანაირი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის გადაწყვეტილება ჩვენზე არ იქნება (ნეტა ვცდებოდე)... ევროკავშირი არის ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაცია და არა რაღაც კოლხოზი....ჰოდა ჩვენი სახელმწიფო რას აკეთებს:

1) ჩაგდებული სასამართლო რეფორმა და კლანური სისტემა, კორუფციის გაზრდილი რისკებით.

2) ანტიკორუფციული ინსტიტუტები თითქმის საერთოდ არ მუშაობენ პატარ-პატარა თუ დიდი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც ხალხის ხარჯზე დღითი დღე უფრო მდიდრდებიან.

3) მმართველ პარტიასთან მთლიანად შეზრდილი საჯარო სამსახური.

4) ჟურნალისტებს და უმცირესობებს ქუჩაში ურტყამენ ვიღაც ველურები და დიდიწილად დაუსჯელი რჩებიან...

5) სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი თითქმის მთლიანად უგულებელყოფილია...

ჰოდა, რა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა... ეგ პრობლემები გარკვეულწილად უკრაინაშიც არსებობს, მაგრამ ახლა ქვეყანა ომშია და მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია მათი გაუტეხლობით ამ მომენტში... ცივ, პრაგმატულ ევროპასაც კი უტყდება რაღაც ფორმალისტურ არგუმენტებზე აპელირება, როცა მიმდინარე გმირობას უყურებს...

ჰოდა, ახლა დიპლომატიურ უარს რო გვეტყვიან და მაპზე უკეთესს მოგვცემენ, ევროსკეპტიციზმი არ დაიწყოთ, ქოცსკეპტიციზმის ნაცვლად. ბევრს შეიძლება სწორედ ეგ უნდა.

წერს იურისტი გიორგი ბერაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 3 მარტს ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს წარადგენს.

კომენტარები