რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბაიდენი: დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლაში დემოკრატიები გამოწვევას პასუხობენ

დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლაში დემოკრატიები გამოწვევას პასუხობენ. ცხადია, რომ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარესაა. ეს ნამდვილი გამოცდაა. ამას დრო დასჭირდება. 

მოდით, გავაგრძელოთ შთაგონების მიღება უკრაინელი ხალხის რკინის ნებისყოფისგან. ჩვენო თანამემამულე უკრაინელო ამერიკელებო, რომლებიც აკავშირებთ ორ ერს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. პუტინმა შეიძლება ტანკებით ალყაში მოაქციოს კიევი, მაგრამ ვერასდროს დაიპყრობს უკრაინელი ხალხის გულებსა და სულებს.

ის ვერასდროს გააქრობს მათ სიყვარულს თავისუფლების მიმართ. ის ვერასდროს შეასუსტებს თავისუფალი სამყაროს განზრახვას.

თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მიმართვისას.

კომენტარები