რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: სანქციებზე ღარიბაშვილის მსგავს განცხადებას არ გავაკეთებდი

პირველ რიგში, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს განცხადება [ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციების არდაწესებაზე]. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რა სახის სანქციების დაწესება შეგვიძლია, რასაც ნამდვილად ექნება გავლენა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს ასეთ განცხადებას რაიმე აზრი აქვს. გულწრფელად გეტყვით, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი.

ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელის საქართველოსგან, არის ღია სოლიდარობა. ვიზიტის ფარგლებში სწორედ ამას გამოვხატავ პრეზიდენტი ზელენსკის მიმართ. ასევე, საქართველოს მოსახლეობამ ეს ძალიან ნათლად გამოხატა. სწორედ ამ გზავნილის ჩამოტანა მინდოდა აქ [საფრანგეთში], რომ ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Fracnce 24-თან ინტერვიუში. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.

კომენტარები