გამარჯობა საქართველო. ძვირფასო დებო და ძმებო, მე მოვედი აქ მადლობის სათქმელად მოვედი და რომ ქედი მოგიხაროთ თითოეულ თქვენგანს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულს, ვინც უკრაინისთვის საბრძოლველად მოხალისედ ეწერება. ახლა ჩემი ქალიშვილი ბომბების ქვეშაა, არ შემწევს ძალა აღვწერო, თუ როგორ მძულს ის ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწაზე მოვიდა და უნდა რომ ის წაიღოს. ვინმეს თუ არ სჯერა რომ ჩვენ იქ გვკლავენ, მე შემიძლია სურათები ვაჩვენო ბავშვების, რომლებსაც ესვრიან. ისინი არ არიან ადამიანები, ჩვენ ისინი ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ. მე არ ვიცი რა გავაკეთო, რადგან არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მხატვარი, შეიძლება არ შემიძლია ლამაზად საუბარი, თუმცა ჩემი ბავშვისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის მათ უბრალოდ გავხევ შუაზე. [...] ვიცი, რომ უკრაინაში 800 000 ქართველი ცხოვრობს და მხოლოდ და მხოლოდ სცხვენიათ. უდიდესი მადლობა ყველას, რომ აქ დგახართ, მაგრამ ჩვენ იქ ვდგავართ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
უკრაინის ელჩის ცოლი პარლამენტთან აქციაზე: აქ მოვედი, რომ ქედი მოგიხაროთ თითოეულ თქვენგანს
tbl.ge/5w2j
დაკოპირდა

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის ცოლი, ალექსანდრა ლიაშკო პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
ამავე თემაზე
- პუტინი: კიევი ცდილობს ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და საზოგადოებაში ნერვული ვითარება შექმნას
- რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია
- ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
- უკრაინულმა ძალებმა რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო
- უკრაინამ რუსეთში, 2 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა




