რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ევროპარლამენტარებს: დაგვიმტკიცეთ, რომ ხელს არ გვიშვებთ და ნათელი მოერევა ბნელს

ვოლოდიმირ ზელენსკი
ABACA/Reuters

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 1-ელ მარტს ევროპარლამენტის წინაშე ვიდეოჩართვით სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს მიმართა, დაემტკიცებინათ, რომ უკრაინას "ხელს არ გაუშვებენ".

"ჩვენ ძალიან მოტივირებული ერი ვართ, ძალიან. ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის – თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. ახლა კი ვიბრძვით გადარჩენისთვის. და ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რათა ევროპის თანასწორი წევრები ვიყოთ. და მე ვთვლი, დღეს ჩვენ ყველა ვაჩვენებთ, რომ ასეთებიც ვართ. ჩვენთან ევროკავშირი ნამდვილად იქნება უფრო მტკიცედ. თქვენს გარეშე უკრაინა მარტოსული იქნება. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ძალა, რომ, როგორც მინიმუმ, ისეთები ვართ, როგორიც თქვენ. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. დაგვიმტკიცეთ, რომ ხელს არ გაგვიშვებთ, დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ევროპელები ხართ და შემდეგ, სიცოცხლე გაიმარჯვებს სიკვდილზე, ნათელი კი – ბნელზე. დიდება უკრაინას!", – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები