ომში მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას მაგრად შეგეწერათ, ჩვენდა სამწუხაროდ. რაც ახლა ხდება, სრული კატასტროფაა. ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია, მიპასუხეთ უმრავლესობამ, საქართველოსა და ბელარუსის გარდა, კიდევ საიდან გაიწვია ელჩი ომში მყოფმა პრეზიდენტმა?... მართლა გგონიათ, რომ რუსეთს აგრესიისთვის რაიმე მიზეზი სჭირდება? ახლა უნდა ვიდგეთ ცივილიზებული მსოფლიოსა და უკრაინის გვერდით, სოლიდარობას უნდა ვუცხადებდეთ. რა დროს პარლამენტში კამათია? ან ვის რუსეთუმოებაზე ლაპარაკობთ ოცნების წევრები, გავრილოვსა და პოზნერს მე ვუმასპინძლე? ან სად იყვნენ 2008 წლის ომის დროს ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე ან ირაკლი ღარიბაშვილი? ეს ბერას ძიძა. სასწრაფოდ გადააყენეთ პრემიერმინისტრი.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ხაბეიშვილი: ომში მყოფმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ ივანიშვილსა და ოცნებას მაგრად შეგეწერათ
tbl.ge/5w0n
დაკოპირდა

უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების დეპუტატს, მიხეილ ყაველაშვილს. "ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე". - მიმართა ოპოზიციას მიხეილ ყაველაშვილმა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიერთიანი ნაციონალური მოძრაობალევან ხაბეიშვილიქართული ოცნებავოლოდიმირ ზელენსკიბიძინა ივანიშვილი
ამავე თემაზე
- რუსეთი კვლავ ომს ირჩევს, პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი პუტინის პასუხზე
- შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ – პუტინი ზელენსკის ღია წერილზე
- შვედეთის სასამართლო: ბალტიის ზღვაში დაკავებული რუსული გემის კიევისთვის გადაცემა კანონიერია
- კრემლმა ბრიტანელი მოსწავლე დაასანქცირა კრიპტოვალუტის გათეთრების ქსელის გამოაშკარავებისთვის
- აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა




